http://youtu.be/VIyq4wQD1rU

მივიწყებული სიმღერები,ზარდახშის მუსიკასავითაა.აი ისე,რომ ახდი და  მოგონებების სუნი დატრიალდება ოთახში …

ბმული | Posted on by | დატოვე კომენტარი

somewhere over the rainbow…

სადღაც წავიკითხე ამასწინათ,რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ ფიქრობს სხვაგან გადასვლაზე,როცა  თავს ბედნიერად არ გრძნობს იქ,სადაც ცხოვრობს,ნუ დაახლოებით ასე იყო,თუ ზუსტად არა.რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამას,უბრალოდ სულ მეკვიატება ეს აზრი,ჩემი მუდმივი გადასვლის სურვილის გამო…ვერ ვიტყვი რომ უბედური ვარ აქ,მაგრამ არც ისეთი ბედნიერი,რომ რაიმეს შეცვლის სურვილი არ მქონდეს და პირველ რიგში დამოუკიდებლობის,მიუხედავად იმისა რომ არც არაფრით ვიზღუდები,ალბათ არც ვითხოვ და იმიტომ,არვიცი.ნელ-ნელა ჩემი მატერიალიზებული სურვილების სიის თავში ინაცვლებს და რაც დრო გადის ,უფრო მეტად.ჰოდა უკვე მერამდენედ ვწვრთვნი საკუთარ ნებისყოფას იმ იმედით,რომ იმაზე უკეთესად ვიქნები,ვიდრე ახლა ვარ.ჩემი ჩემოდანიც ატუზული მელოდება ოთახში,თითქოს განგებ ვერ მოვუძებნე ადგილი და ისიც ჩემსავით მოლოდინის რეჟიმშია ერთგული მეგობარივით…

როგორ ველოდები,გაზაფხულზე მეტადაც კი…

Posted in არეული | Tagged , , | დატოვე კომენტარი

Beside me …

ალბათ ამინდი შეიშალა.ნუ,ამ საღამოს მაინც.თუმცა, აქ მოკალათებული ადამიანი ძნელად თუ მიხვდება ამას.მათ შორის მეც,რომ არ მივდიოდე პერიოდულად   ფანჯარასთან ატუზულ,ოჯახის ყველაზე მხურვალე არსებასთან :)ასე გავყურებთ, ის მუდმივად და მე დროდადრო,როგორც ორი მოწმე ბუნების.თვეების რიგითობაში რომ ვერ ვერკვეოდე,ვიფიქრებდი რომ მარტია,თავისი მოულოდნელი ცვლილებებით.(ისე, ერთი კარგი ცვილილება არც მე მაწყენდა,სასიკეთო რა თქმა უნდა.) ჰოდა, რაღა ბევრი გავაგრძელო,რისთვისაც დავიწყე პოსტის წერა,გამეფანტა ფიფქებივით აზრები.არა და მინდოდა მეთქვა 20 წუთიანი ინტერვალით,ხან წამობარდნიდა და ხანაც,გაფანტული ღრუბლების მიღმა წვრილი ვარსკვლავები მოსჩანდა და ასე მონაცვლეობით,სანამ ქარმა, ყველას ფანჯრის რაფაზე არ ჩამოარიგა თავისი წილი ფიფქები…

არ აქვს აზრი, წერო იმაზე რასაც არ გრძნობ.

ნოემბრის ამ პოსტს არ ვიცი საიდან მივადექი,საგულდაგულოდ გადანახულს:) თუმცა, ახლაც ისე ბარდნირს,როგორც მაშინ.ნუ, იმ 20 წუთიან ინტერვალებს თუ არ ჩავთვლით …

Posted in არეული | დატოვე კომენტარი

წითელქუდა

იყო და არა იყო რა…

არა,ასე არა.

საღამო ახლოვდებოდა.საათებს წუთები ვერ აკავებდნენ.ორიანიც თავქუდმოგლეჯილი გამორბოდა.აბა, რომელი ერთიანი შეაკავებდა,როცა ახალი წლის ღამე ახლოვდებოდა და კუთვნილი ადგილი, ყველას წინასწარ ჰქონდა დაჯავშნული.

წითელქუდაც თავისთვის ფუსფუსებდა,კონკიას ფორმაში გადაცმული და მოთმინებით ელოდა 12 საათის შესრულებას.ოღონდ მას არც გოგრის მანქანად გადაქცევის  და არც,ფართიზე მოხვედრის იმედი ჰქონდა,თუნდაც ფეისკონტროლის გავლით.

ასე უახლოვდებოდა წლის მიწურული,მთელი თავისი ავ-კარგიანი დღეებით.წითელქუდამაც შეაკოწიწა შემორჩენილი თითო-ოროლა იმედი,ჩამოიღო თაროზე შემოლაგებული მოლოდინები და მოათავსა კალათში.არ ეშინოდა წითელქუდას.იცოდა,რომ ყველა მგელი და მონადირე,ახლა თავის სახლში ელოდა ახალ წელს,მაშხალებით ხელში.

არ იცოდა წითელქუდამ როგროი იყო ეს წელი მგლებისთვის და მონადირეებისთვის,მაგრამ ზუსტად იცოდა,როგორი იყო მისთვის.არაფრით განსაკუთრებული.თითქოს ჩვეული. შეუსრულებელი დაპირებით,ცოტა წყენით და ცოტაც სიხარულით გაჯერებული და მოუნდა წითელქუდას რომ ყველა წყენა და იმედგაცრუება ტყეში მიმოეფანტა,ან წყლისთვის გაეტანა,როგორც ცუდი სიზმარი.

არც თავის წითელქუდობა უხაროდა დიდად და არც ისეთი კეთილშობილი იყო,როგროც ეს გარშემომყოფებს ეგონათ.უბრალოდ,ან წითელქუდა უნდა ყოფილიყო,ან მგელი…და ასე მოირგო წითელქუდობა, თავისივე სურათიანი ფინჯნით ხელში:)

Posted in არეული | Tagged , | 2 Comments

სულ ფიქრობ, რომ რამდენიც  უნდა დაგეგმო,მაინც არასოდეს მიდის ”პო პლანუ”.მიუხედავად ამისა,მაინც ყიდულობ ახალ დღიურს და იწყებ ათასი რამის ჩანიშვნას,დაგეგმვას,იმ იმედით რომ ამჯერად ყველაფერი  სხვანაირად იქნება და თავს იმშვიდებ,რომ ”რომი ერთ დღეში არ აშენებულა”.ასე ივსები მოთმინებით და იწყებ რაღაც ახალს,  კვირის ყველაზე მძიმე დღით (დიეტასავით,რომელიც არასოდეს დამიცავს).ბოლოსდაბოლოს,დღიური ჩემია და რომელი დღიდანაც მინდა,იმ დღიდან დავიწყებ.თუმცა, როცა რამე კონკრეტულის მოლოდინში ხარ,ყველა დღე თითქოს ერთმანეთს ჰგავს.თუკი ერთ დღესაც აღმოაჩენ, რომ დღეებმა ფერი იცვალეს ან,ჰოი საოცრებავ და ყველა შენი მოლოდინი გამართლდა და ან,ზიხარ ყელამდე ვალებში და ხვდები რომ ყველასი ერთი გულწრფელი ღიმილი გმართებს.ზიხარ შენთვის და უკანასკნელი იმედივით ელოდები გაზაფხულის მზეს და სითბოს,ჯიბეებს რომ ამოგატრიალებინებს და იმედის ნამცეცებს რომ გაპოვნინებს.

რა  უიმედო ორშაბათია…

მალე მოდი გაზაფხულო…

Posted in არეული, Diary | Tagged , , , | დატოვე კომენტარი

Girl for call

დამაბნეველად ჟღერს არა?ხოო,ვერაფერს იტყვი.მოდი და იმტვრიე თავიც  და ფანტაზიაც, რა მომსახურება იგულისმება.არადა ზიხარ ასე მუდმივი მზადყოფნის განწყობით და ელოდები ამ ჯადოსნურ ზარს 🙂 http://www.youtube.com/watch?v=8IJzYAda1wA და ყოველი საუბრის დასრულებისას, იმხელა სიხარულს გრძნობ,ფიქრობ ყველაფერი იმ დღეს თუ არ მოასწარი,მერე თავის მოსაფხანადაც არ გეცლება.რა თქმა უნდა, ერთი და ორის გამო ხომ არავინ დაგირეკავს,ასობით და ათასობით ელოდება თავის რიგსაც და შეფასებასაც.შენც იცი რომ ეს ასეა  და მომარაგებული ენერგიითა და სამომავლო სტიმულით ცდილობ უკმაყოფილო არავინ დატოვო.მათი და საკუთარი ბედიც ხომ ნაწილობრივ შენზეც არის დამოკიდებული.ბედი,ბედი,”სადაც არის ბედი შენიო”,ანუ ზოგჯერ ასეც ამბობენ,”სადაც არის ფეხი შენიო”გააჩნია ვინ ამბობს :)ჰო და,ამ ფეხმა მიმიყვანა იქ,სადაც ხშირად თავს,როგორც სახლში,ისე გრძნობ.აქაც გიხარია,გწყინს,კამათობ,ეთანხმები,იზიარებ,უზიარებ,უღიმი,გიღიმის და ასე მონაცვლეობით გადის დღეები და თვალსა და ხელს შუა გეცლება ეს საკონტრაქტო დღეებიც. და ისევ ყველაფერი თავიდან,ისევ მოლოდინი,გაუთავებელი მოლოდინი…

Posted in არეული | Tagged , , , | დატოვე კომენტარი

ერთი სიმღერის ისტორია-”Autumn Leaves”

ყველა ჭეშმარიტ მელომანს აქვს თავისი საყვარელი თემა.ნუ,ერთადერთი თუ არა,ერთ-ერთი მაინც. ”Autumn Leaves” სწორედ ის ერთ-ერთია,რომელიც ასე ძალიან მიყვარს მეც და ალბათ ბერვსაც(ვიმედოვნებ მაინც).

ბევრმა არც იცის,რომ ამ სიმღერის პირვანდელი ვერსია,ოდნავ განსხვავებულია,იმ გავრცელებული ვერსიიდან,რომელსაც ჩვენ ვიცნობთ.სიმღერის პირვანდელი ვერსია ”Les Feuilles mortes” 1945წელს გამოჩნდა,რომლის კომპოზიტორი ჯოზეფ კოსმა,ხოლო ტექსტის ავტორი ჟაკ პრევერი იყო.http://www.youtube.com/watch?v=SgIFCLcOVUA

1946 წელს,ეს სიმღერა, ივ მონტანის შესრულებით გაჟღერდა ფილმში”Les Portes de la Nuit.”http://www.youtube.com/watch?v=z6kz3hfZc-Q

მიუხედავად სიმღერის ფრანგული წარმომავლობისა,კომპოზიტორ ჯონი მერსერის წყალობით არსებობს მისი ინგლისური ვერსიაც,რომელიც  პირველად 1947 წელს ჯო სტაფორდმა შეასრულა.http://www.youtube.com/watch?v=lTaRMum_gWUდღეისთვის,ორივე ენაზე, არსებობს ამ სიმღერის უამრავი ვერსია,როგორც ჟაზის,ასევე პოპ ჟანრის.ჩემი აზრით,თითოეული მათგანი თავისებურად საყვარელია მელომანისთვის.ტექსტების ლირიულობაში დასარწმუნებლად,კი შეგიძლიათ მარტივად დაგუგლოთ;)

1950 წლის 24 დეკემბერს, ედიტ პიაფმა ერთ-ერთ რადიოშოუში ”The Big Show”-ორივე ენაზე შეასრულა http://www.youtube.com/watch?v=n2s2tPORlW4 1956 წელს გამოვიდა ფილმი ამავე სახელწოდებით,რომელშიც მთავარ როლს ჯოან კროუფორდი ასრულებსhttp://www.youtube.com/watch?v=xiDz3vcEBnQ&feature=related და სიმღერის ნატ კინ კოლიესული ვერსიაა გამოყენებული.

ეს მხოლოდ მცირედი ინფორმაციაა ამ თემის. სიმღერის იმდენი ვერსია არსებობს,რომ ყველას განსახილველად ალბათ მეზობელი ბლოგების გამოყენებაც დამჭირდება(ვითომ ვიხუმრე):) ბუნებრივია, ყველა მათგანს ვერც დავლინკავ აქ,მხოლოდ ერთს დაგიტოვებთ ედი ჰიგინსის ტრიოს შესრულებით … და ასე გავაცილებ შემოდგომას თავისი ბოლო კვირით ❤

http://www.youtube.com/watch?v=Le9Ts7JZx5I&feature=BFa&list=PLA87A41BEAF349E5D&lf=plpp_play_all

Posted in არეული, მუსიკა | Tagged , , | დატოვე კომენტარი